სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

"რაგბი ევროპამ" რაგბი 7-ის ევროპის ჩემპიონატის და ქვედა დივიზიონების განრიგი გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს 7-კაცა და 7-ქალა ნაკრებები მიიღებენ მონაწილეობას.
7-კაცა ნაკრები უმაღლეს დივიზიონში იასპარეზებს. იქიდან გამომდინარე, რომ წელს ტოკიოში ოლიმპიადა იმართება, ევროპის ჩემპიონატზე საფრანგეთის, ირლანდიის და დიდი ბრიტანეთის ნაკრებები არ ითამაშებენ.
რაგბი 7, რომელსაც პანდემიის დაწყების შემდეგ "რაგბი ევროპა" პირველად ჩაატარებს, შეცვლილი სტრუქტურით გაიმართება. ის იქნება 15-კაცა ტურნირების მსგავსი მოდელის, რომელსაც "რაგბი ევროპა" ატარებს. უმაღლეს დივიზიონს ევროპის ჩემპიონატი ერქმევა, მის შემდგომს ალაფა, ხოლო შემდგომ იქნება საკონფერენციო დივიზიონები.
ევროპის ჩემპიონატის პირველი ეტაპი 5-6 ივნისს ლისაბონში გაიმართება, ხოლო მეორე ეტაპი რუსეთში ჩატარდება - 25-26 ივნისს ქალთა ტურნირი გაიმართება, ხოლო 26-27 ივნისს კაცთა შეჯიბრებაა ჩანიშნული.
ევროპის 7-კაცა ჩემპიონატის ჯგუფები ასე გამოიყურება:
A ჯგუფი: გერმანია, პორტუგალია, საქართველო, ლიეტუა;
B ჯგუფი: ესპანეთი, იტალია, რუსეთი, პოლონეთი;
ევროპის 7-ქალა ჩემპიონატის ჯგუფები ასე გამოიყურება:
A ჯგუფი: რუსეთი, გერმანია, რუმინეთი;
B ჯგუფი: პოლონეთი, ბელგია, უელსი;
C ჯგუფი: შოტლანდია, ესპანეთი, პორტუგალია;
საქართველოს 7-ქალა ნაკრები მონაწილეობას ალაფაზე მიიღებს. როგორც კაცთა, ასევე ქალთა ალაფის პირველი ეტაპი 19-20 ივნისს ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გაიმართება, ხოლო მეორე ეტაპი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ჩატარდება - 7-ქალას გათამაშება 9-10 ივლისს შედგება, ხოლო კაცთა ტურნირი 10-11 ივლისს გაიმართება.
ევროპის 7-კაცა ალაფის ჯგუფები ასე გამოიყურება:
A ჯგუფი: რუმინეთი, შვედეთი, ისრაელი, თურქეთი;
B ჯგუფი: უკრაინა, ჩეხეთი, ლუქსემბურგი, უნგრეთი;
C ჯგუფი: ბელგია, ხორვატია, დანია, ლატვია;
ევროპის 7-ქალა ალაფის ჯგუფები ასე გამოიყურება:
A ჯგუფი: უკრაინა, შვედეთი, ნორვეგია, უნგრეთი, მოლდოვა;
B ჯგუფი: ჩეხეთი, ფინეთი, საქართველო, უნგრეთი, დანია;
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.