12 ლელო და 94 ქულა - სარაგბო თრილერი პრემიერშიპში (VIDEO)

12 ლელო და 94 ქულა - სარაგბო თრილერი პრემიერშიპში (VIDEO)

პრემიერშიპის მე-18 ტურში "ჰარლექუინსი" საკუთარ მოედანზე "უოსპსს" დაუხვდა და ნამდვილ სარაგბო თრილერში 48:46 იმარჯვა.

გუნდებმა ექვს-ექვსი ლელოს და ორ-ორი ჯარიმის გატანა მოახერხეს, მაგრამ მასპინძლებმა ერთით მეტი გარდასახვა გაიტანეს და ორქულიანი სხვაობით იმარჯვეს. 44-ე წუთზე მასპინძელთა ფულბექმა მაიკ ბრაუნმა წაქცეულ მეტოქეს სახეზე ფეხი დააბიჯა, რისთვისაც წითელი ბარათი მიიღო. აღსანიშნავია, რომ ბრაუნმა იქამდე მე-19 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. 

ტაიმი 24:22 მორჩა. ბრაუნის გაგდებისთანავე უახლოეს ხუთ წუთში "უოსპსმა" ორი გარდასახული ლელო გაიტანა და 12 ქულით დაწინაურდა, თუმცა მასპინძლებმა ჩამორჩენა აღმოფხვრეს, გამარჯვების ლელო კი ზუსტად მე-80 მარკუს სმიტმა გაიტანა, რომელმაც გარდასახვაც ზუსტად შეასრულა და საკუთარ გუნდს უდრამატულეს მატჩში მოაგებინა. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)