სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

© Icon Sport
ავტორიტეტულმა ფრანგულმა სპორტულმა გამოცემა "ეკიპმა" ტოპ 14-ის 23-ე ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა.
აღნიშნულ კვირის საუკეთესო თხუთმეტეულში ფიგურირებს საქართველოს ნაკრების და "ტულონის" მარჯვენა ბურჯი ბექა გიგაშვილი, რომელმაც შაბათს "ტულუზთან" შინ მოგებულ (44:10) მატჩში ბრწყინვალედ ითამაშა.
"ბექა 70 წუთის განმავლობაში შერკინებაში ნამდვილი დომინანტი იყო და მის ოპონენტს როდრიგე ნეტის ძალიან ცუდი საღამო ჰქონდა. გიგაშვილი "ტულონს" მარტის ბოლოს რაგბი ევროპის ჩემპიონატიდან დაუბრუნდა, სადაც საქართველოს ნაკრებს მორიგი ტიტულის მოგებაში დაეხმარა. ამის შემდეგ, მან მხოლოდ გასულ კვირას "აჟენის" წინააღმდეგ ითამაშა. ის "ტულონის" შერკინებისთვის ძალიან დიდი ძალა, ძლიერი ელემენტია", - წერს "ეკიპი" გიგაშვილზე.
გიგაშვილმა მიმდინარე ტოპ 14-ში 12 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 1 ლელოს გატანა მოახერხა.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.