რუსეთის პრემიერლიგის კლუბმა დაშლის შესახებ განაცხადა

რუსეთის პრემიერლიგის კლუბმა დაშლის შესახებ განაცხადა

კრასნოდარის "ბაგატირი" 2021/2022 წლების სეზონის რუსეთის ჩემპიონატში მონაწილეობას არ მიიღებს. კლუბმა ამის შესახებ საზოგადოებას დღეს ინსტაგრამზე გამოქვეყნებული პოსტით ამცნო.

მიზეზი ფინანსური პრობლემებია. 

"სარაგბო კლუბი "ბაგატირის" ყველა მოთამაშე, მწვრთნელი და პერსონალი წყვეტს ორგანიზაციაში საქმიანობას. დღეს კოლექტივმა ხელი მოაწერა შრომითი ხელშეკრულების გაუქმების შესახებ. "ბაგატირის" სარაგბო კლუბის დაშლა გახდა აუცილებელი, რადგან მომავალი სეზონისთვის დაფინანსების მოძიება შეუძლებელი იყო. გუნდი არ მიიღებს მონაწილეობას რუსეთის რაგბის ფედერაციის ეგიდით ჩატარებულ შეჯიბრებებში", - წერია კლუბის განცხადებაში.

ცნობისთვის, რუსეთის 2020/2021 წლების რეგულარულ ჩემპიონატში "ბაგატირმა" ცხრიდან ცხრა მატჩი წააგო და 1 ქულით ბოლო მე-10 ადგილი დაიკავა. 

 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)