რასი ერასმუსი: "საქართველოსთან მატჩები არის ძალიან საჭირო შესაძლებლობა"

რასი ერასმუსი: "საქართველოსთან მატჩები არის ძალიან საჭირო შესაძლებლობა"

გუშინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ სამხრეთ აფრიკის ნაკრები 3 და 10 ივლისს საქართველოს უმასპინძლებს. 

ეს იქნება "სპრინგბოკსის" პირველი შეხვედრა 2019 წლის მსოფლიო თასის ფინალის შემდეგ. პანდემიის გამო სამხრეთ აფრიკამ გასულ წელს ვერც ტესტები გამართა და ვერც რაგბი ჩემპიონშიპში მიიღო მონაწილეობა. ამრიგად, "ქურციკებს" პირველად გაუძღვება ახალი მთავარი მწვრთნელი ჟაკ ნინაბერი.

"ბორჯღალოსნებთან" ტესტების დადასტურების შემდეგ, კომენტარი გააკეთა სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის სარაგბო დირექტორმა რასი ერასმუსმა, რომელიც 2019 წლის მსოფლიო თასზე "სპრინგბოკსის" მთავარი მწვრთნელი გახდა და გუნდს ოქროს მედლები მოაპოვებინა. ერასმური საქართველოსთან დანიშნული ორმატჩიანი სერიით კმაყოფილია და თვლის, რომ ეს იქნება ძალიან კარგი შესაძლებლობა ბრიტანელ და ირლანდიელ ლომებთან მატჩებისთვის მოსამზადებლად. 

"სრულფასოვნად ვერაფერი შეედრება საერთაშორისო კატეგორიის შეხვედრებს, რათა შეამოწმო და დახვეწო საკუთარი უნარები, შეამოწმო თუ რამდენად ხარ მზად იყო წნეხის ქვეშ. მოხარულნი ვართ, რომ ეს შესაძლებლობა გვექნება ბრიტანელ და ირლანდიელ ლომებთან სერიის წინ. ჟაკ ნინაბერი, მისი სამწვრთნელო შტაბი და მენეჯმენტი მუშაობდნენ მთელი დღეების განმავლობაში, რათა გუნდი მაქსიმალურად მომზადებულიყო, ხოლო საქართველოსთან მატჩები არის ძალიან საჭირო შესაძლებლობა პანდემიისგან გამოწვეული ხანგრძლივი, გაუთვალისწინებელი შეფერხების შემდეგ", - განაცხადა რასი ერასმუსმა.   

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)