საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო შეხვედრას თელავში გამართავს

საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო შეხვედრას თელავში გამართავს

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ნაკრები წლევანდელი რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო მატჩს თელავში ჩაატარებს.

აღნიშნული ცნობა ოფიციალურად ჯერჯერობით არ დადასტურებულა, თუმცა ამის შესახებ სოციალურ ქსელში დღეს გაჟღერდა, რომელიც სანდო წყაროსთან გადავამოწმეთ და გავიგეთ, რომ ეს ცნობა სიმართლეს შეესაბამება. 

თელავში საქართველოს ნაკრებს აქამდე არასდროს უთამაშია. ქალაქში თანამედროვე სტანდარტების სარაგბო სტადიონი "კავკასიონი რაგბი არენა" 2018 წლის ოქტომბერში გაიხსნა, რომლის მშენებლობა 7.8 მილიონი ლარი დაჯდა. ტრიბუნები 2244 ადამიანზეა გათვლილი.  

"ბორჯღალოსნები" 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო მატჩს 26 ივნისს გამართავენ. მოწინააღმდეგე პლეი-აუტში ბელგია/ნიდერლანდებს შორის გამარჯვებული იქნება, რომელიც 29 მაისს გამოვლინდება. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)