სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

რუსეთის ჩემპიონატის განმეორებით ნახევარფინალურ მატჩში "კრასნი იარი" თანაქალაქელ "ენისეის" დაუხვდა და დიდი სხვაობით 15:39 დამარცხდა.
"ენისეის" ძირითად შემადგენლობაში იყვნენ მესამეხაზელი მიხეილ გაჩეჩილაძე და ფრთა დავით მესხი, რომელმაც დუბლი გაიფორმა. ბრწყინვალე ფორმაში მყოფმა მესხმა ორივე ლელოს დროს შესანიშნავი ტექნიკური არსენალი და სისწრაფე გამოავლინა, ისევე როგორც პირველ ნახევარფინალურ მატჩში, რომელშიც ნახევარი "კრასნი იარი" ჩამოიცილა და გენიალური ლელო გაიტანა!
"კრასნი იარის" ძირითად შემადგენლობაში იყვნენ კვაჭი რობერტ სუთიძე, რვა ნომერი ნიკოლოზ ცირეკიძე და შუამარბი გიორგი ფრუიძე, რომელმაც ბრწყინვალე ლელოს გატანა მოახერხა.
ამრიგად, "ენისეი" რუსეთის ჩემპიონატის ფინალში გავიდა, სადაც პენზას "ლოკომოტივს" შეერკინება, ხოლო მესამე ადგილისთვის მატჩში ერთმანეთს "კრასნი იარი" და "მეტალურგი" დაუპირისპირდებიან.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.