გიორგი ფრუიძის ბრწყინვალე ლელო რუსეთის ჩემპიონატის ნახევარფინალში (VIDEO)

გიორგი ფრუიძის ბრწყინვალე ლელო რუსეთის ჩემპიონატის ნახევარფინალში (VIDEO)

რუსეთის ჩემპიონატის განმეორებით ნახევარფინალურ მატჩში "კრასნი იარი" თანაქალაქელ "ენისეის" დაუხვდა და დიდი სხვაობით 15:39 დამარცხდა.

მასპინძელთა რიგებიდან ულამაზესი ლელოს გატანა მოახერხა გიორგი ფრუიძემ. ქართველმა შუამარბმა საკუთარი 22-დან ოდნავ მოშორებით ფეხით ძლიერად დაარტყა და ბურთი მეტოქის 22-ში ჩააგდო, რომელსაც დაახლოებით 50 მეტრი მიჰყვა, ბურთის აღება ყველას დაასწრო და შესანიშნავი ლელო მიითვალა, რომლის მსგავსსაც ძალიან იშვიათად თუ ვნახავთ.  

ფრუიძის გარდა, "კრასნი იარის" ძირითად შემადგენლობაში იყვნენ კვაჭი რობერტ სუთიძე და რვა ნომერი ნიკო აფციაური, ხოლო "ენისეის" სასტარტო თხუთმეტეულში მესამეხაზელი მიხეილ გაჩეჩილაძე და ფრთა დავით მესხი იყვნენ, რომელმაც დუბლი გაიფორმა. ფრუიძეს საქართველოს ნაკრების კვართით 15-ჯერ უთამაშია. მან 2015 წლის მსოფლიო თასზე იასპარეზა, ბოლოს კი ნაკრების რიგებში 2018 წლის 17 თებერვალს გერმანიის წინააღმდეგ ითამაშა. 

ამრიგად, "ენისეი" რუსეთის ჩემპიონატის ფინალში გავიდა, სადაც პენზას "ლოკომოტივს" შეერკინება, ხოლო მესამე ადგილისთვის მატჩში ერთმანეთს "კრასნი იარი" და "მეტალურგი" დაუპირისპირდებიან. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)