ოფიციალურად: საქართველოს ნაკრები მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ ორ მატჩს გამართავს

ოფიციალურად: საქართველოს ნაკრები მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ ორ მატჩს გამართავს

გუშინ სამხრეთაფრიკულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ბრიტანელ და ირლანდიელ ლომებთან გასამართ სამმატჩიან ტურნემდე, შინ საქართველოს ნაკრებს ორჯერ ეთამაშება.

აღნიშნული ინფორმაცია ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დაადასტურა საქართველოს რაგბის კავშირმა. "სპრინგბოკსი" საქართველოს ნაკრებს 3 და 10 ივლისს უმასპინძლებს. ამ გუნდებს ერთმანეთის წინააღმდეგ შარშანაც უნდა ეთამაშათ, თუმცა 2020 წლის ტესტები პანდემიის გამო გაუქმდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს და სამხრეთ აფრიკის ნაკრებებს ერთმანეთის წინააღმდეგ მხოლოდ ერთხელ უთამაშიათ. 2003 წლის მსოფლიო თასზე "სპრინგბოკსმა" 46:19 იმარჯვა, "ბორჯღალოსნებიდან" ერთადერთი ლელო კი დავით დადუნაშვილმა გაიტანა.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)