სამი ქართული ლელო რუსეთის ჩემპიონატის ნახევარფინალში - ქართველების ლოკომოტივი ფინალშია (VIDEO)

სამი ქართული ლელო რუსეთის ჩემპიონატის ნახევარფინალში - ქართველების ლოკომოტივი ფინალშია (VIDEO)

პენზას "ლოკომოტივმა" მეორე ნახევარფინალურ მატჩში შინ ნოვოკუზნეცკის "მეტალურგი" 27:15 დაამარცხა და რუსეთის ჩემპიონატის ფინალში გავიდა, სადაც "ენისეი" - "კრასნი იარს" შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. 

აღნიშნულ მატჩში ათმა ქართველმა მორაგბემ ითამაშა და სამმა ლელოს გატანა მოახერხა. პენზელთა ძირითად შემადგენლობაში იყვნენ კვაჭი გიორგი ჭყოიძე, მარჯვენა ბურჯი ტარიელ დონაძე, მესამეხაზელი ილია სპანდერაშვილი და შუამარბი ნიკოლოზ ცირეკიძე, ხოლო ჰავბექი რევაზ ბროძელი შეცვლაზე შევიდა. ნოვოკუზნეცკელთა სასტარტო თხუთმეტეულში იყვნენ პირველხაზელები მიხეილ ფსუტური, მიხეილ რატიაშვილი და მამუკა ხეჩიკოვი, მეორეხაზელი ვლადიმერ გოგოლიძე და შუამარბი ნიკოლოზ ბერძული, ხოლო რუსეთის რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო მორაგბე ნიკოლოზ სუხაშვილი ტრავმის გამო დააკლდა გუნდს.

შეხვედრის მე-5 წუთზე "მეტალურგი" მამუკა ხეჩიკოვმა დააწინაურა, ხოლო "ლოკომოტივის" მხრიდან ილია სპანდერაშვილმა 28-ე წუთზე, ტარიელ დონაძემ კი 50-ე წუთზე გამოიჩინა თავი. 


კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)