სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

© David Rogers
პრემიერშიპის მე-18 ტურში "ნორსჰემპტონი" საკუთარ მოედანზე "გლოსტერს" დაუხვდა და 7:31 დამარცხდა.
"გლოსტერის" ძირითად შემადგენლობაში პირველად ითამაშა გიორგი კვესელაძემ, რომელმაც პრემიერშიპში მეოთხე შეხვედრა ჩაატარა. საქართველოს ნაკრების შუამარბმა მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა და მთელი მატჩის განმავლობაში ძალიან საიმედო იყო, განსაკუთრებით კი დაცვაში და ერთ ეპიზოდში საკუთარი გუნდი გაშვებული ლელოსგანაც გადაარჩინა.
კვესელაძემ 80 წუთი ითამაშა და ამ დროის განმავლობაში 3-ჯერ შეუტია, ბურთიანად 8 მეტრი გაიარა, მოწინააღმდეგეს ბურთი ერთხელ აართვა, 10 ბოჭვა და 4 პასი შეასრულა.
"გლოსტერმა" ამ მოგებით 36 ქულა დააგროვა და მე-10 ადგილზე იმყოფება.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.