მსოფლიო ჩემპიონი საქართველოსთან ორ ტესტ-მატჩს გეგმავს - სამხრეთაფრიკული პრესა

მსოფლიო ჩემპიონი საქართველოსთან ორ ტესტ-მატჩს გეგმავს - სამხრეთაფრიკული პრესა

სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირი ბრიტანელ და ირლანდიელ ლომებთან სამმატჩიან დუელამდე გასახურებელი ტესტ-მატჩების ჩატარებას გეგმავს. 

ინფორმაციის პირველწყარო სამხრეთფრიკული გამოცემა Rapport გახლავთ, რომელზე დაყრდნობითაც მთელი რიგი ცნობილი სარაგბო გამოცემები მათ შორის Rugbypass და Rugby365 წერენ, რომ მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ივნის-ივლისში ოთხ საშინაო გასახურებელ შეხვედრას გეგმავს. ზემოხსენებული გამოცემების ცნობით, სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირი აშშ-სთან და იტალიასთან თითო მატჩის, ხოლო საქართველოსთან ორი შეხვედრის გამართვას აპირებს.

თუმცა, პირველწყარო იმასაც წერს, რომ, შესაძლოა, გასახურებელი ტესტ-მატჩების გამართვას საფრთხე შეექმნას, რისი მიზეზიც მკაცრი საკარანტინო რეგულაციები გახლავთ. უმთავრესი პრობლემა, რომელიც შესაძლოა შეიმნას, ის გახლავთ, რომ სამხრეთ აფრიკიდან დაბრუნებულ მორაგბეებს თავიანთ ქვეყანაში ორკვირიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ, რამაც კლუბებში დროულად დაბრუნებაში შეიძლება შეუშალოთ ხელი, რაც თავის მხრივ ევროპული კლუბებისთვის სეზონისწინა მოსამზადებელი ეტაპის წარმართვაში იქნება დამაბრკოლებელი.

Rapport-ის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ გასახურებელი ტესტები ვერ ჩატარდება, მაშინ სამხრეთ აფრიკის ნაკრები ორად დაიყოფა და ერთმანეთის წინააღმდეგ მატჩს გამართავენ. 

საინტერესოა, რომ რამდენიმე დღის წინ პირველი არხის პირდაპირ ეთერში ბაჩო ხურციძემ ძალიან ძლიერ მეტოქესთან თამაში დაანონსა და აღნიშნა, რომ ზაფხულის ტესტებზე "ბორჯღალოსნების" ყველა მეტოქეს ორშაბათს შევიტყობთ. დიდია იმის ალბათობა, რომ ხვალ სწორედ ის შევიტყოთ, რაც დღეს სამხრეთაფრიკულ პრესაში გაჟღერდა. 

შეგახსნებთ, რომ საქართველოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ გასულ ზაფხულს უნდა ეთამაშა, თუმცა პანდემიის გამო 2020 წლის ზაფხულის ტესტები გაუქმდა. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)