სუპერ რაგბი ავსტრალიის გიჟური ფინალი: რედსი ჩემპიონი 85-ე წუთზე დადებული ლელოთი გახდა (VIDEO)

სუპერ რაგბი ავსტრალიის გიჟური ფინალი: რედსი ჩემპიონი 85-ე წუთზე დადებული ლელოთი გახდა (VIDEO)

სუპერ რაგბი ავსტრალიის ფინალში "რედსი" ბრიზბენში "ბრამბიზს" დაუპირისპირდა და საჩემპიონო ტიტულის მოგება უდრამატულეს ბრძოლაში მოიპოვა.

80 წუთის ამოწურვის შემდეგ "ბრამბიზი" ოთხქულიანი სხვაობით იგებდა, თუმცა მათ ბოლო შეტევის მოგერიება ვერ შეძლეს და ჯეიმს ო'კონორისგან ლელო გაწითლებული დროის მეხუთე წუთზე მიიღეს. 

ცნობისთვის, "რედსს" სუპერ რაგბი 2011 წელს აქვს მოგებული, ხოლო სუპერ რაგბი ავსტრალიის ფინალში გასულ სეზონში სწორედ "ბრამბიზთან" დამარცხდა, რისთვისაც დღეს სრულფასოვანი რევანში აიღო.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)