სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

დიდი 10-ის გამოტოვებულ მატჩში "ლელო სარასენსი" "ლელო არენაზე" "არმაზს" დაუხვდა და დიდი სხვაობით 45:14 დაამარცხა.
"არმაზისთვის" ეს გადამწყვეტი მატჩი იყო, რადგან მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში შეინარჩუნებდა დიდ 10-ში დარჩენის შანსს ბოლო ტურის წინ, თუმცა თამაშის სცენარიდან გამომდინარე, მათ ამის შანსი არ ჰქონიათ. შეხვედრის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა, "ლელო სარასენსმა" მეტოქეს ხუთი უპასუხო ლელო დაუდო და ტაიმი 33:0 მოიგო. მეორე ნახევარში კი გუნდებმა ორ-ორი ლელო დადეს და მასპინძლებმა ბონუსით იმარჯვეს, რითად ელიტაში დარჩენა ოფიციალურად გაინაღდეს.
მასპინძელთაგან დუბლით გამოირჩა არჩილ აბესაძე, რომელიც მატჩის საუკეთესო მორაგბედ დასახელდა. თითო ლელო თენგიზ პერანიძემ, თენგიზ ზამთარაძემ, ოთარ ლაშხმა, აკაკი ტაბუცაძემ და დემე თაფლაძემ მიითვალეს, ხოლო სტუმართაგან ლელოები სანდრო სვანიძემ და ბესო ბარბაქაძემ დადეს.
ამრიგად, "არმაზი" მომდევნო წელს პირველ ლიგაში გაატარებს. მესამე ადგილზე კი "არესი" გავიდა, რომელიც პლეი-აუტში ორმატჩიან დაპირისპირებაში "არმიას" შეერკინება დიდი 10-ის საგზურისთვის. 
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.