იტალიის ნაცვლად, კუნძულელები? - ოლ ბლექსის მოწინააღმდეგე, შესაძლოა, შეიცვალოს

იტალიის ნაცვლად, კუნძულელები? - ოლ ბლექსის მოწინააღმდეგე, შესაძლოა, შეიცვალოს

ახალზელანდიური პრესის ცნობით, ზაფხულის ტესტებზე, შესაძლოა, "ოლ ბლექსი" იტალიის ნაკრებს აღარ ეთამაშოს. მიზეზი კვლავ პანდემიასთან დაკავშირებით გაურკვეველი მდგომარეობა და მკაცრი შეზღუდვებია.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ახალზელანდიაში იტალიის ნაკრები ვერ ჩავა, "ოლ ბლექსი" სამივე მატჩში კუნძულელებს დაუპირისპირდება. საუბარია, რომ "კივები" ორ მატჩში ფიჯის ნაკრებს დაუპირისპირდებიან, ხოლო ერთში - სამოას. სამივე მატჩი ახალზელანდიაში გაიმართება. 

შეგახსენებთ, რომ ირლანდიის ნაკრების მიერ ფიჯიში დაგეგმილი ტურნე გაუქმდა და "მფრინავ ფიჯელებს" ამ მომენტისთვის თავისუფალი კალენდარი აქვთ.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)