გიორგი კვესელაძე გლოსტერის ძირითად შემადგენლობაში პირველად ითამაშებს

გიორგი კვესელაძე გლოსტერის ძირითად შემადგენლობაში პირველად ითამაშებს

საქართველოს ნაკრების შუამარბი გიორგი კვესელაძე "გლოსტერის" ძირითად შემადგენლობაში პირველად ითამაშებს. 

"გლოსტერი" ხვალ თბილისის დროით 17 საათზე "ნორსჰემპტონს" გასვლაზე ეთამაშება. "თეთრები და ალუბლისფერები" ხვალინდელ მატჩს ძალიან ძლიერი შემადგენლობით ატარებენ და ამ მხრივ კიდევ უფრო სასიხარულოა, რომ გიორგი სასტარტო თხუთმეტეულში იქნება. 

კვესელაძემ აქამდე პრემიერშიპში სამჯერ ითამაშა და სამივე შემთხვევაში შეცვლაზე შევიდა. გიორგიმ ბოლოს "გლოსტერის" შემადგენლობაში 27 თებერვალს "ვუსტერ უორიორსის" წინააღმდეგ ითამაშა, შემდეგ კი რაგბი ევროპის ჩემპიონატზე სათამაშოდ საქართველოს ნაკრებში გაემგზავრა და სამი კვირის განმავლობაში ოთხი შეხვედრა ჩაატარა.   

"გლოსტერი" 17 ტურის შემდეგ 31 ქულით მე-10 ადგილს იკავებს. 


კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)