პრო დ2-ის მონ-დე-მარსანმა 22 წლის ქართველ ბურჯს პროფესიონალური კონტრაქტი გაუფორმა

პრო დ2-ის მონ-დე-მარსანმა 22 წლის ქართველ ბურჯს პროფესიონალური კონტრაქტი გაუფორმა

"მონ-დე-მარსანმა" ლაშა მაჭარაშვილს პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გაუფორმა. აღნიშნული ინფორმაცია ფრანგულმა გამოცემა Sudouest.fr ავრცელებს.

22 წლის ბურჯი "მონ-დე-მარსანის" ესპუარებში 2017 წელს ჩაირიცხა, კლუბის მოსამზადებელ ცენტრში სამი წელი გაატარა და შესაბამისად, ადგილობრივთან გამათანაბრებელი "ჟიფის" სტატუსი მოიპოვა. ლაშას "მონ-დე-მარსანის" ძირითად გუნდში დებიუტი 2019 წელს ჰქონდა და მას შემდეგ 13-ჯერ მოუწია თამაში. მან წლევანდელ პრო დ2-ში 7 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც 3 შემთხვევაში სასტარტო თხუთმეტეულში იყო. 

პრო დ2-ის დასრულებამდე ორი ტურით ადრე "მონ-დე-მარსანი" 52 ქულით მე-11 პოზიციაზე იმყოფება. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)