სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების მთავარმა მწვრთნელმა უორენ გეთლენდმა ივლის-აგვისტოში სამხრეთაფრიკაში გასამართი ტურნესთვის განაცხადი გამოაქვეყნა.
37-კაციან განაცხადში 11 ინგლისელი, 10 უელსელი, 8 ირლანდიელი და 8 შოტლანდიელი მორაგბე ფიგურირებს. განაცხადში ბევრი ვარსკვლავი ვერ მოხვდა, რამაც გულშემატკივრებისგან მწვავე კრიტიკა გამოიწვია. თუ შემადგენლობაში იძულებითი ცვლილებები არ მოხდა, სამხრეთ აფრიკაში ისეთ მორაგბეებს ვერ ვიხილავთ, როგორებიც არიან: კაილ სინკლერი, ბილი ვუნიპოლა, ჯონი გრეი, ჯონათან სექსტონი, ჯონი მეი, ჯონათან დევისი, ლი ჰალფპენი და კიდევ რამდენიმე ვარსკვლავი.
ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები 37-კაციანი განაცხადი ასე გამოიყურება:
შერკინება
სემ საიმონდსი, ტომ ქარი, ჯონი ჰილი, ქორთნი ლოუსი, მარო იტოჯე, ჯეიმი ჯორჯი, ლუკ ქოუან-დიქი, მაკო ვუნიპოლა (ყველა ინგლისი), ჯეკ კონანი, იან ჰენდერსონი, ტად ბერნი, ენდრიუ პორტერი, ტად ფარლონგი (ყველა ირლანდია), ტაულუპე ფალეტაუ, ჯასტინ ტიპურიკი, ალან უინ ჯონსი, კენ ოუენსი, უინ ჯონსი (ყველა უელსი), ჰემიშ უოტსონი, რორი საზერლენდი, ზანდერ ფეგერსონი (ყველა შოტლანდია);
უკანა ხაზი
ლიამ უილიამსი, ლუის რის-ზემიტი, ჯოშ ადამსი, დენ ბიგარი, გარეთ დევისი (ყველა უელსი), სტიუარტ ჰოგი, დუჰან ვან დერ მერვე, კრის ჰარისი, ალი პრაისი, ფინ რასელი (ყველა შოტლანდია), ქონორ მარი, ბანდი აკი, რობი ჰენშოუ (ყველა ირლანდია), ენტონი უოტსონი, ოუენ ფარელი, ელიოტ დეილი (ყველა ინგლისი).
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.