რვა შოტლანდიელი მორაგბე ლომებში - ვის ვერ ვიხილავთ საქართველოში?

რვა შოტლანდიელი მორაგბე ლომებში - ვის ვერ ვიხილავთ საქართველოში?

ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების მთავარმა მწვრთნელმა უორენ გეთლენდმა ივლის-აგვისტოში სამხრეთაფრიკაში გასამართი ტურნესთვის განაცხადი გამოაქვეყნა.

"ლომების" სიაში რვა შოტლანდიელი მორაგბე ფიგურირებს. ესენი არიან: კრის ჰარისი (შუამარბი), სტიუარტ ჰოგი (ფულბექი), ალი პრაისი (ჰავბექი), ფინ რასელი (მგეზავი), დუჰან ვან დერ მერვე (ფრთა), ზანდერ ფეგერსონი (მარჯვენა ბურჯი), რორი საზერლენდი (მარცხენა ბურჯი), ჰემიშ უოტსონი (მესამე ხაზი). ერთადერთი, ვისაც სიაში ელოდნენ და ვერ მოხვდა, "ექსეტერ ჩიფსის" მეორეხაზელი ჯონი გრეი გახლავთ. 

ამრიგად, ზემოხსენებული რვა მორაგბე შოტლანდიის ნაკრებს ზაფხულის ტესტებზე ვერ დაეხმარება და მათ 17 ივლისს საქართველოში ვერ ვიხილავთ. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)