სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

© Icon Sport
საქართველოს ნაკრების მარჯვენა ბურჯმა ლევან ჩილაჩავამ "მონპელიე" დატოვა და ახალ გუნდს, "კასტრს" დაუყოვნებლივ უერთდება. აღნიშნული ინფორმაცია "მონპელიეს" ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
ჩილაჩავას "მონპელიესთან" კონტრაქტი 30 ივნისს ეწურებოდა და მომდევნო სეზონიდან "კასტრში" რომ ითამაშებდა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გახდა ცნობილი, თუმცა სამმხრივი შეთანხმების საფუძველზე ის "მონპელიემ" ნაადრევად გაათავისუფლა და ახალ გუნდთან შეერთების საშუალება მისცა. ლევანმა "კასტრთან" სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა, ხოლო "მონპელიეს" სეზონის ბოლოსთვის მარჯვენა ბურჯის პოზიციაზე ტიტი ლამოსიტელეს, მოჰამედ აუასის, ანტუან გილამონის და იანიკ აროიოს იმედი ექნება.
ჩილაჩავა "მონპელიეს" 2018 წელს "ტულონიდან" შეუერთდა და 38 მატჩში 4 ლელოს გატანა მოახერხა. კლუბმა მას გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო კარიერაში წარმატებები უსურვა. ლევანს საქართველოს ნაკრებში 55 კეპი აქვს მოხვეჭილი და ორ მსოფლიო თასზე უთამაშია.
"კასტრი" 22 ტურის შემდეგ 55 ქულით მეშვიდე ადგილზეა და პლეი-ოფში მოსახვედრად იბრძვის.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.