სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

© Icon Sport
24 წლის ბურჯი ლუკა გოგინავა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ "ანგულემს" დატოვებს. ამის შესახებ, ფრანგული გამოცემა Charentelibre.Fr წერს.
"ანგულემს" პრო დ2-ის დასრულებამდე ორი ტურით ადრე 41 ქულა აქვს, ბოლო ადგილზე იმყოფება და მე-14 ადგილოსან "ორიაკს" 8 ქულით ჩამორჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ შარანტელები ნასიონალში დაქვეითდებიან. აქედან გამომდინარე, გოგინავა, რომელიც კლუბის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა, სამუშაო ადგილს შეიცვლის და უფრო ამბიციურ, მაღალი მიზნებისთვის მებრძოლ გუნდში გადავა.
გოგინავა "ანგულემში" 2019 წელს "ბრივიდან" გადავიდა და 46 მატჩში 3 ლელო დადო. ის წლევანდელ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებში პირველად გამოიძახეს, თუმცა თამაში არ მოუწია. ლუკა საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების წევრი გახლდათ და 2016 წლის ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე 3 მატჩში 1 ლელოს გატანა მოახერხა.
შეგახსენებთ, რომ "ანგულემის" ღირსებას იცავენ შალვა სუთიაშვილი და ზაურ თევდორაშვილი.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.