სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

© Icon Sport
საქართველოს ნაკრების და "ტულონის" ბურჯი ბექა გიგაშვილი ტოპ 14-ის კვირის სიმბოლურ გუნდში მოხვდა, რომელიც ავტორიტეტულმა სარაგბო გამოცემა "მიდი-ოლიმპიკმა" შეადგინა.
გასულ კვირას ტოპ 14-ში ოთხი გამოტოვებული შეხვედრა გაიმართა. "ტულონმა" "სტად მაიოლზე" ბოლო ადგილოსანი "აჟენი" ბონუსით 34:17 დაამარცხა. ტულონელთა ძირითად შემადგენლობაში გახლდათ მარჯვენა ბურჯი ბექა გიგაშვილი, რომელმაც მინდორზე 61 წუთი გაატარა და მორიგი დასამახსოვრებელი მატჩი შემოგვთავაზა. "ბორჯღალოსნების" პირველხაზელის კარგი თამაში კი ზემოხსენებულ გამოცემას შეუმჩნევლად არ დარჩენია და კვირის საუკეთესო თხუთმეტეულში შეიყვანა.
29 წლის გიგაშვილმა წლევანდელ ტოპ 14-ში მეათე შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც 6 შემთხვევაში ძირითად შემადგენლობაში იყო და 1 ლელოს გატანა მოახერხა.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.