სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ირლანდია ზაფხულის ტესტებზე ფიჯიში ვეღარ გაემგზავრება და სამმატჩიან ტურნეს ვერ გამართავს. მიზეზი კოვიდ 19-თან დაკავშირებით არსებული გაურკვევლობა და მკაცრი შეზღუდვებია.
ირლანდიის რაგბის კავშირმა უმალ ალტერნატიულ ვარიანტებზე დაიწყო ფიქრი და როგორც ცნობილი გამოცემა Independent-ი წერს, "სამყურები" მოლაპარაკებებს აშშ-სთან და იაპონიასთან აწარმოებენ. ირლანდიელებს სურთ, რომ არსებული დეფიციტი აღნიშნულ ქვეყნებთან ტესტ-მატჩებით შეავსონ, რომელთაც "ავივა სთედიუმზე" დაუხვდებიან.
იაპონიის ნაკრები 28 ივნისს ედინბურგში, "მარიფილდზე" ბრიტანელ და ირლანდიელ ლომებს გასახურებელ ტესტ-მატჩში შეერკინება. ირლანდიელები იაპონელებს სთავაზობენ, რომ ბრიტანეთის კუნძულებზე დარჩნენ და ტესტ-მატჩი გამართონ, რაც წესით "საკურებსაც" უნდა აწყობდეთ, რომლებიც არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 17 ივლისს ბუქარესტში რუმინეთს ესტუმრებიან, ხოლო 7 აგვისტოს ბრისბენში ავსტრალიას ეწვევიან.
რაც შეეხება აშშ-ს, "არწივებს" დაგეგმილი ჰქონდათ, რომ ინგლისის ნაკრებისთვის ემასპინძლათ, თუმცა ბოლო პერიოდში გავრცელებული ცნობის თანახმად, შესაძლოა, ამერიკელებს და კანადელებს მოუწიოთ კუნძულებზე სათამაშოდ ჩასვლა. ასევე ცნობილია, რომ აშშ-სთან და კანადასთან საშინაო ტესტ-მატჩების ჩატარება სურს უელსსაც, რომელსაც დაგეგმილი სამხრეთამერიკული ტურნე გაუუქმდა, სადაც არგენტინის და ურუგვაის ნაკრებების წინააღმდეგ უნდა ეთამაშა.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.