დავით მესხის ულამაზესი ლელო რუსეთის ჩემპიონატის ნახევარფინალში (VIDEO)

დავით მესხის ულამაზესი ლელო რუსეთის ჩემპიონატის ნახევარფინალში (VIDEO)

დავით მესხმა დღეს გამართულ  კრასნოიარსკულ დერბიში ულამაზესი ლელო დადო. რუსეთის ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩში ერთმანეთს "ენისეი" და "კრასნი იარი" დაუპირისპირდნენ, რომელშიც მასპინძლებმა 15:6 იმარჯვეს და სერიაში დაწინაურდნენ.

შეხვედრის 73-ე წუთზე მესხმა მარჯვენა ფრთაზე ულამაზესი გარღვევა მოაწყო, მის შეჩერებას 6 მორაგბე შეეცადა, მაგრამ ქართველი ფრთა ყველა მოწინააღმდეგეს გაუმკლავდა და ულამაზესი ლელო მიითვალა, რომელმაც საკუთარ გუნდს გამარჯვება გაუნაღდა.

მესხის გარდა, "ენისეის" სასტარტოში იყო მიხეილ გაჩეჩილაძე, ხოლო "კრასნი იარის" რიგებში რობერტ სუთიძემ, ნიკო აფციაურმა და გიორგი ფრუიძემ ითამაშეს.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)