ორი ქართული ლელო და გადამწყვეტი ჯარიმა რუსეთის ჩემპიონატის ნახევარფინალში (VIDEO)

ორი ქართული ლელო და გადამწყვეტი ჯარიმა რუსეთის ჩემპიონატის ნახევარფინალში (VIDEO)

რუსეთის ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩში ერთმანეთს ნოვოკუზნეცკის "მეტალურგი" და პენზას "ლოკომოტივი" დაუპირისპირდნენ, რომელშიც სტუმრებმა დამატებით დროში 27:30 იმარჯვეს და სერიაში დაწინაურდნენ.

მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყვნენ მიხეილ რატიაშვილი, მამუკა ხეჩიკოვი, მიხეილ ფსუტური, ვლადიმერ გოგოლიძე, ნიკოლოზ სუხაშვილი და ნიკოლოზ ბერძული, ხოლო სტუმართა სასტარტოში გიორგი ჭყოიძე, ტარიელ დონაძე, ილია სპანდერაშვილი და ნიკოლოზ ცირეკიძე იყვნენ, ხოლო რეზი ბროძელი თამაშში მეორე ტაიმში ჩაერთო.

"მეტალურგის" მხრიდან მე-11 წუთზე ლელოს გატანა ქართველმა ბურჯმა მიხეილ რატიაშვილმა მოახერხა, ხოლო პენზელთა მხრიდან 75-ე წუთზე  ბრწყინვალე ლელო მიითვალა შუამარბმა ნიკოლოზ ცირეკიძემ, რომელმაც ორი მოწინააღმდეგე ჩამოიშორა და ლელოში ბურთი ეფექტური ნახტომში დაამიწა.

პენზელებს გამარჯვება რეზი ბროძელმა მოუტანა, რომელმაც გადამწყვეტი ჯარიმა პირველი დამატებითი ტაიმის გაწითლებულ დროში გაიტანა.

მიხეილ რატიაშვილის ლელო

ნიკოლოზ ცირეკიძის ლელო


რეზი ბროძელის გამარჯვების მომტანი ჯარიმა


კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)