ჩემპიონთა თასის პირველი ფინალისტის ვინაობა ცნობილია (VIDEO)

ჩემპიონთა თასის პირველი ფინალისტის ვინაობა ცნობილია (VIDEO)

ჩემპიონთა თასის პირველ ნახევარფინალურ მატჩში "ტულუზი" საკუთარ მოედანზე "ბორდოს" დაუხვდა და 21:9 სძლია.

ტულუზელთაგან ლელოები მატის ლებელმა და ანტუან დუპონმა დადეს, ერთი გარდასახვა და სამი ჯარიმა კი რომან ნტამაკმა შეასრულა ზუსტად. ჟირონდელთგან სამივე ჯარიმა მატიო ჟალიბერმა გაიტანა.

ჩემპიონთა თასის მეორე ფინალისტის ვინაობა დღეს გახდება ცნობილი. თბილისის დროით 18 საათზე "ლა როშელი" შინ "ლენსტერს" ეთამაშება. 

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა თასის ფინალი 22 მაისს "თვიქნემზე" გაიმართება.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)