ოფიციალურად: ირლანდიამ ფიჯური ტურნე გააუქმა და ახალი მოწინააღმდეგის ძიებაშია

ოფიციალურად: ირლანდიამ ფიჯური ტურნე გააუქმა და ახალი მოწინააღმდეგის ძიებაშია

ირლანდიის რაგბის კავშირის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, "სამყურების" მიერ ივლისში ფიჯიში დაგეგმილი ტესტ-მატჩები აღარ შედგება. 

მიზეზი კოვიდ 19-ის ეპიდემიით გამოწვეული გაურკვევლობა და შეზღუდვებია. უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში ირლანდიის რაგბის კავშირი მჭიდროდ თანამშრომლობდა ფიჯის რაგბის კავშირთან და "მსოფლიო რაგბისთან", რათა აღნიშნული ტურნე შემდგარიყო, თუმცა საბოლოო ჯამში ირლანდიელებს ტურნეს გაუქმება მოუწიათ, რომლის ფარგლებშიც ფიჯის წინააღმდეგ ორი ან სამი გასვლითი მატჩი უნდა ეთამაშათ. 

ირლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ენდი ფარელმა აღნიშნა, რომ ფიჯური ტურნე მათთვის შესანიშნავი გამოწვევა იყო და გულდაწყვეტილია იმით, რომ ეპიდემიოლოგიურმა ვითარებამ "სამყურებს" კუნძულებზე სტუმრობის საშუალება არ მისცა. 

ირლანდიის რაგბის კავშირი სხვა ქვეყნების რაგბის კავშირებთან გამართავს მოლაპარარაკებებს, რათა ალტერნატიული ტესტ-მატჩების ორგანიზება მოახერხოს.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)