"თბილისში კიდევ ერთხელ სიამოვნებით ჩავიდოდი, 2019 წელს შესანიშნავი ატმოსფერო იყო" - შოტლანდიელი ფანები

"თბილისში კიდევ ერთხელ სიამოვნებით ჩავიდოდი, 2019 წელს შესანიშნავი ატმოსფერო იყო" - შოტლანდიელი ფანები

რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ შოტლანდიის ნაკრები ზაფხულის ტესტებზე აღმოსავლეთ ევროპას ეწვევა და ორ ტესტ-მატჩს გამართავს.

ისინი 10 ივნისს ბუქარესტში რუმინეთს ესტუმრებიან, ხოლო შემდეგ გეზს საქართველოსკენ აიღებენ და 17 ივლისს ითამაშებენ. იქამდე, ივნისის ბოლოს შოტლანდიის "ა" ნაკრები ერთ გასახურებელ შეხვედრას გამართავს. 

შოტლანდიელი გულშემატკივრები აღნიშნულ ინფორმაციას ძალიან პოზიტიურად შეხვდნენ. ისინი განსაკუთრებულად თბილად საქართველოს მიმართ გამოირჩევიან. მათმა ნაწილმა 2019 წელს თბილისში სტუმრობა გაიხსენა და აღნიშნა, რომ საქართველოს კიდევ ერთხელ სიამოვნებით ეწვევიან.

გთავაზობთ შოტლანდიელი ფანების კომენტარებს:

"ძალიან კარგია, რომ ჩვენ დროს და ყურადღებას ვუთმობთ რაგბი ევროპის ჩემპიონატის ტოპ გუნდებს. საქართველოს და რუმინეთს ასეთი თამაშები ძალიან სჭირდება და მათი გულშემატკივარი ყოველთვის მადლიერია, როდესაც მათი საყვარელი გუნდი ასეთ შესაძლებლობებს იღებს."

"ერთ დროს, ჯერ კიდევ 5 ერის დროს რუმინეთის დამატება განიხილებოდა. კარგი იქნება მათთან კიდევ ერთხელ თამაში და იმის გარკვევა, გაიზარდნენ თუ არა ისინი მას შემდეგ."

"თბილისში კიდევ ერთხელ სიამოვნებით ჩავიდოდი, 2019 წელს შესანიშნავი ატმოსფერო იყო."

"კარგია ამბავია. ვიმედოვნებ, რომ გულშემატკივრებს მატჩზე დასწრება შეგვეძლება."

"ჩვენ ამ მატჩებში რაც შეიძლება სრულყოფილი გუნდის გამოყვანა უნდა მოვახერხოთ."

"ვიმედოვნებ, რომ ეს მატჩი გულშემატკივრებთან ერთად ჩატარდება."

"ერთხელ უკვე ვიყავი საქართველოში და მეორედ სტუმრობაც ძალიან კარგი იქნებოდა."

"ეს არის ძალიან კარგი შანსი ახალგაზრდა ბიჭებისთვის, რომლებიც შოტლანდიის ნაკრების მომავლად მიიჩნევიან. მათ აქვთ შანსი, რომ თავიანთი თავები საერთაშორისო დონეზე გამოსცადონ. ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეებს კი ისედაც ვიცით რაც შეუძლიათ."

"საქართველოსთან მატჩი საინტერესოა, რადგან ისინი თავიანთ თამაშს მუდმივად აუმჯობესებენ, აი რუმინეთზე არ ვიცი რა ვთქვა. მათთან თამაშს ალბატ ჯობდა, რომ არგენტინასთან ან ფიჯისთან გვეთამაშა, ან თუნდაც აშშ-სთან, მითუმეტეს, რომ ბოლოს მათ მოგვიგეს."

"მოხარული ვარ ამ მატჩებით. რუმინეთთან ათი წელია არ გვითამაშია და საინტერესოა ეს შეხვედრა, ხოლო საქართველოზე მუდმივად გვესმის, რომ ისინი 6 ერში სათამაშოდ მზად არიან და შესაბამისად, მათთან დაპირისპირებაც საინტერესოა."

"კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ შოტლანდიის რაგბის კავშირი ზრუნავს მეორე დონის ქვეყნების კეთილდღეობაზე. ყოჩაღ მათ!"

"რას იტყვით შოტლანდიის ტურნეს რაგბი ევროპის ქვეყნებში? საქართველო, რუმინეთი, ბელგია, ესპანეთი... მათ დიდი სურვილი ექნებათ, რომ ვესტუმროთ."

"მე გამიხარდება, თუ საქართველოს ნაკრები 6 ერში იტალიას ჩაანაცვლებს. მათთან თამაში და ზოგიერთი ახალი მოთამაშის გამოცდა საინტერესო იქნება."

"მოხარული ვარ ამ სიახლით! ორივე ეს ქვეყანა იმსახურებს ასეთ მატჩებს და მათთან სტუმრობას."

"ვიმედოვნებ, რომ საქართველოში და რუმინეთში ჩასვლის და მატჩზე დასწრების შესაძლებლობა გვექნება."

"რუმინეთთან და საქართველოსთან მატჩები ჩემთვის ძალიან საინტერესოა და ჩვენი აღმოსავლეთ ევროპაში სტუმრობა ჩემს ყურადღებას იპყრობს."


შეგახსენებთ, რომ შოტლანდიის ნაკრები თბილისს 2019 წლის 31 აგვისტოს ეწვია და 44:10 იმარჯვა. სულ კი ერთმანეთის წინააღმდეგ ხუთჯერ უთამაშიათ და ყველა შემთხვევაში "ნარშავებმა" გაიმარჯვეს. 

რუმინეთის ნაკრები 2006 წლის შემდეგ ტიერ 1-ის ქვეყანას მსოფლიო თასებს მიღმა პირველად შეხვდება, ხოლო 2004 წლის შემდეგ შინ პირველად მიიღებენ. სულ კი რუმინეთს და შოტლანდიას ერთმანეთის წინააღმდეგ 13-ჯერ უთამაშიათ, საიდანაც ორჯერ "მუხებმა" იმარჯვეს, ხოლო 11-ჯერ "ნარშავებმა". 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)