სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

2020/2021 წლების ჩემპიონთა და ჩელენჯ თასების ფინალური მატჩების მასპინძელი სტადიონი ცნობილია. EPCR-ის (ევროპის პროფესიონალური საკლუბო რაგბი - ავტ.) ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, წლევანდელი ევროთასების გადამწყვეტ შეხვედრებს ლეგენდარული "თვიქნემ სთედიუმი" უმასპინძლებს.
თავდაპირველად იგეგმებოდა, რომ ფინალური მატჩები მარსელში "ველოდრომზე" ჩატარებულიყო, მაგრამ პანდემიასთან დაკავშირებული არსებული სირთულეების გამო, უპირატესობა ლონდონს მიენიჭა, ხოლო მარსელი ევროთასების ფინალებს მომდევნო 2022 წელს უმასპინძლებს.
ჩელენჯ თასის ფინალი 21 მაისს გაიმართება, ხოლო ჩემპიონთა თასის ფინალი 22 მაისს შედგება. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის გახლავთ, რომ ფინალურ მატჩებს გულშემატკივრები დაესწრებიან. "თვიქნემი" 82000 გულშემატკივარს იტევს და კოვიდ 19-ის სრული რეგულაციების დაცვის გათვალისწინებით, დაახლოებით 10 000 გულშემატკივრის დაშვება მოხდება. უკანასკნელად "თვიქნემმა" ევროთასების გადამწყვეტ შეხვედრებს 2014/2015 წლების სეზონში უმასპინძლა.
ასევე ცნობილია, რომ 2023 წლის ევროთასების ფინალებსაც ლონდონი უმასპინძლებს. ოღონდ - "ტოტენჰემ ჰოთსპურ სთედიუმი", რომელიც 62850 გულშემატკივარს იტევს.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.