სამხრეთ აფრიკის ნაკრების მორაგბემ ლამაზი ლელო კრიშტიანო რონალდუს სტილში აღნიშნა (VIDEO)

სამხრეთ აფრიკის ნაკრების მორაგბემ ლამაზი ლელო კრიშტიანო რონალდუს სტილში აღნიშნა (VIDEO)

იაპონიის ჩემპიონატის მერვედფინალში "ქენონ იგლსმა" გასვლაზე "შაინინგი" 43:13 დაამარცხა. 

პირველ ტაიმის გაწითლებულ დროში მშვენიერი ლელო დადო "ქენონ იგლსის" სამხრეთაფრიკელმა ვარსკვლავმა ჯესი კრილმა, რომელმაც ეს ლელო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის კრიშტიანო რონალდუს სტილში აღნიშნა, რამაც სოციალურ ქსელებში გულშემატკივრების ყურადღება მიიქცია და სხვადასხვა გვერდებზეც მალევე გავრცელდა. 

შეგახსენებთ, რომ კრილი 2019 წლის მსოფლიო თასის გამარჯვებულია, თუმცა ტრავმის გამო მხოლოდ პირველ მატჩში მიიღო მონაწილეობა. სულ კი, "სპრინგბოკსის" კვართით 45-ჯერ უთამაშია და 12 ლელოს გატანა მოახერხა. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)