ბრიტანელ და ირლანდიელ ლომებს სამხრეთაფრიკული ტურნესთვის კიდევ ერთი მორაგბე გამოაკლდა

ბრიტანელ და ირლანდიელ ლომებს სამხრეთაფრიკული ტურნესთვის კიდევ ერთი მორაგბე გამოაკლდა

ბრიტანელ და ირლანდიელ ლომებს ივლის-აგვისტოში გასამართ სამხრეთაფრიკულ ტურნეზე, ინგლისის ნაკრების და "უოსპსის" მეორეხაზელი ჯო ლონჩბრი ვერ დაეხმარება.

"უოსპსის" 30 წლის კაპიტანმა ტრავმა პრემიერშიპის განვლილ ტურში "ბასთან" მოგებულ მატჩში მიიღო. როგორც გაირკვა, მას წინა ჯვარედინი იოგები სრულად აქვს გაწყვეტილი, საოპერაციოა და მინიმუმ 9 თვე ვერ ითამაშებს.

ლონჩბრის 2012 წლიდან მოყოლებული ინგლისის ნაკრების მაისურით 69-ჯერ უთამაშია და 5 ლელოს გატანა მოახერხა, ხოლო "უოსპსის" ღირსებას 2010 წლიდან იცავს და 163 მატჩში 9 ლელო დადო.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანელ და ირლანდიელ ლომებს უელსის ნაკრების ფრთა ჯორჯ ნორსიც გამოაკლდა. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"