სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

საფრანგეთის ნაკრები ზაფხულის ტესტებზე "მწვანე კონტინენტს" ეწვევა და ავსტრალიის ნაკრების წინააღმდეგ სამ ტესტ-მატჩს გამართავს.
აღნიშნულ ტურნეს პანდემიასთან დაკავშირებული სირთულეების გამო საფრთხე ემუქრებოდა, მაგრამ ავსტრალიელებმა, რომელთაც 2020 წელს შემოსავალი 45.7 მილიონი აშშ დოლარით შეუმცირდათ, დაჟინებით მოითხოვეს, რომ დაგეგმილი ტურნე აუცილებლად ჩატარებულიყო, რასაც საფრანგეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა ბერნარდ ლაპორტმა მწვანე შუქი აუნთო და ერთ-ერთ ფრანგულ გამოცემასთან საუბარში "ვოლაბებთან" მატჩების კონკრეტული თარიღებიც დაასახელა.
თავდაპირველად, იგეგმებოდა, რომ მატჩები 3, 10 და 17 ივლისს გამართულიყო, მაგრამ ბოლო ინფორმაციით 7, 13 და 17 ივლისს გაიმართება. შეხვედრებს ბრისბენი, მელბურნი და სიდნეი უმასპინძლებს. აღნიშნული ცნობა ოფიციალურად სულ მალე უნდა დადასტურდეს.
სავარაუდოდ, ფრანგებს მინიმუმ პირველ მატჩში ოპტიმალური გუნდი არ ეყოლებათ, რადგან ტოპ 14-ის ფინალი 26 ივნისს გახლავთ დაგეგმილი. აქედან გამომდინარე, ფაბიენ გალტიეს ავსტრალიაში გამგზავრება მორაგბეების ერთ ჯგუფთან ერთად მოუწევს, ხოლო ფინალში გასული გუნდებიდან დამატებული ხალხი ავსტრალიაში ჩასვლის შემდეგ, ორკვირიან კარანტინს გაივლიან და "ლე ბლეს" შემდეგ შეუერთდებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი პირველ ტესტ-მატჩს გამოტოვებენ.
ცნობისთვის, საფრანგეთის და ავსტრალიის ნაკრებებს სულ ერთმანეთის წინააღმდეგ 47-ჯერ უთამაშიათ, საიდანაც 18-ჯერ ფრანგებმა იმარჯვეს, 27-ჯერ ავსტრალიელებმა, ხოლო ორი მატჩი ფრედ დასრულდა.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.