სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

© Levan Verdzeuli
საქართველოს ნაკრების 18 წლის ფულბექი დავით ნინიაშვილი კარიერას ფრანგულ "ლიონში" განაგრძობს. აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა და ეს ცნობა ფრანგულ პრესაშიც გავრცელდა.
"ხვამლის" აღზრდილმა მორაგბემ ტოპ 14-ის ერთ-ერთ მოწინავე კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ის თავდაპირველად ესპუარებში ითამაშებს, თუმცა პერიოდულად ძირითად გუნდშიც მოუწევს თამაში და წინასასეზონო მოსამზადებელ შეკრებას მთავარ გუნდთან ერთად გაივლის.
"ჩემს კარიერაში ყველაზე დიდი ნაბიჯი გადავდგი. მოხარული ვარ, რომ "ლიონთან" 3-წლიანი კონტრაქტი გავაფორმე. ეს ჩემთვის ახალი გამოწვევაა და ვეცდები მას ღირსეულად გავუმკლავდე. ლევან ღვაბერიძის დახმარებით, უკვე მქონდა საუბარი მწვრთნელებთან. მათგან დიდი პატივისცემა და ყურადღება ვიგრძენი, რაც ჩემს მოტივაციას კიდევ უფრო ზრდის.
საუბრისას ითქვა, რომ "ლიონის" პირველ გუნდთან ერთად გავივლი მოსამზადებელ ეტაპს, ასევე პერიოდულად მექნება ვარჯიშები ძირითად ბირთვთან. კარგად მესმის, რომ ტოპ გუნდებში ქართველი უკანახაზელების წარმომადგენლობით არ ვართ განებივრებული და პასუხისმგებლობა ძალიან დიდია. მაქსიმალურად ვეცდები, რომ დავიმსახურო ნდობა და პირველსავე სეზონში მომიწიოს ელიტაში თამაში. ჩემი მთავარი ამოცანა ახლა ფრანგული ენის შესწავლაა, რათა გუნდში ინტეგრირება გამიადვილდეს", - ციტირებს ნინიაშვილის სიტყვებს საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური ვებგვერდი.
ნინიაშვილს საქართველოს ნაკრებში დებიუტი 2020 წლის შემოდგომის ერთა თასზე ირლანდიის წინააღმდეგ ჰქონდა. მან "ბორჯღალოსნებში" 5 შეხვედრის ჩატარება მოასწრო და სადებიუტო ლელო რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ გაიტანა.
რაგბის კავშირმა ბექა საღინაძის "ლიონში" ტრანსფერზეც დაწერა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაუწყეთ.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.