სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

უელსის ნაკრების და "ოსპრისის" ვარსკვლავი ჯორჯ ნორსი, ივლის-აგვისტოში გასამართ ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების სამხრეთაფრიკულ ტურნეს გამოტოვებს.
ნორსი პრო 14-ის "ცისარტყელას თასის" პირველ ტურში "კარდიფ ბლუზთან" მოგებული (36:14) მატჩის 45-ე წუთზე დაშავდა და მოედნის დატოვება მოუწია. როგორც გაირკვა, ნორსს წინა ჯვარედინი იოგები აქვს გაწყვეტილი, ოპერაცია ჩაუტარდა და მოედანს ხანგრძლივი პერიოდით ჩამოშორდა.
ჯორჯს უელსის ნაკრებში 102 კეპი აქვს მოხვეჭილი და 43 ლელოს გატანა მოახერხა. მას ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების 2013 (ავსტრალია) და 2017 (ახალი ზელანდია) წლების ტურნეზე უთამაშია და ტრავმა რომ არ მიეღო, ლომების სამივე ტრადიციულ მეტოქესთან ექნებოდა ნათამაშები.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.