ინგლისის ჩემპიონატში რუსეთის ნაკრების კიდევ ერთი ბურჯი ითამაშებს

ინგლისის ჩემპიონატში რუსეთის ნაკრების კიდევ ერთი ბურჯი ითამაშებს

"კრასნი იარის" და რუსეთის ნაკრების მარჯვენა ბურჯი კირილ გოტოვცევი კარიერას ინგლისის პრემიერშიპში განაგრძობს. 33 წლის პირველხაზელი 2021/2022 წლების სეზონში "გლოსტერში" ითამაშებს, რომლის ღირსებასაც გიორგი კვესელაძე იცავს.

"კირილი ბოლო წლებში რუსეთის ნაკრების შემადგენლობაში მუდმივად გამოდიოდა. ის ძალიან ძლიერია შერკინებაში და დომინანტია ბურთის წაღებაში. ის პირველ ხაზში ჩვენს რესურებს გააძლიერებს. ჩვენ ნამდვილად მოხარულნი ვართ, რომ კირილს მომდევნო სეზონში "ალუბლებში და თეთრებში" ვიხილავთ და დარწმუნებულნი ვართ, რომ ის "კინგსჰოლმს" შესანიშნავად მოერგება", - განაცხადა "გლოსტერის"აღმასრულებელმა ოფიცერმა ალექს ბრაუნმა.  

გოტოვცევს რუსეთის ნაკრების კვართით 11-ჯერ უთამაშია. მან 2019 წლის მსოფლიო თასზეც იასპარეზა.

ამრიგად, პრემიერშიპში მესამე რუსი ბურჯი იასპარეზებს. 23 აპრილს ვლადიმირ პოდრეზოვი "ლონდონ აირიშში" ჩაირიცხა, ხოლო ვალერი მოროზოვი "სეილ შარქსში" 2018 წლიდან თამაშობს და "ზვიგენების" რიგებში ჩატარებულ 33 მატჩში 3 ლელოს გატანა მოახერხა. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)