ლევან დათუნაშვილი ორიაკს ტოვებს და ამბიციურ პროექტს მთავარი მწვრთნელის რანგში უერთდება

ლევან დათუნაშვილი ორიაკს ტოვებს და ამბიციურ პროექტს მთავარი მწვრთნელის რანგში უერთდება

ვეტერანი "ბორჯღალოსანი" ლევან დათუნაშვილი მიმდინარე სეზონის ბოლოს "ორიაკის" ესპუარების მწვრთნელის პოსტს დატოვებს და "სენ-ნაზერის" მთავარი მწვრთნელი გახდება.

"სენტ-ნაზერი" არის ფედერალ 3-ის კლუბი, რომელსაც აქვს ამბიციური გეგმები. ეს გახლავთ დასავლეთ საფრანგეთის, ატლანტის ლუარის დეპარტამენტის პატარა ქალაქ სენ-ნაზერის გუნდი. ქალაქის მოსახლეობა 70 000 ადამიანს შეადგენს.  

ზღვისპირელებმა წარადგინეს ამბიციური სამწლიანი პროექტი, რომლის მიზანია, რომ 2024 წლამდე გუნდი ფედერალ 2-ში აღზევდეს. ამის შესახებ გუნდის პრეზიდენტმა რომან გრესიე-მონარდმა განაცხადა, რომლის თქმითაც ამ პერიოდში მოხდება სარაგბო სკოლის 3-ვარსკვლავიანი ნიშნის მოპოვება, ტექნიკურ და ადმინისტრაციულ დონეზე გაძლიერება და ახალი მოთამაშეების ინტეგრაცია.

ლევან დათუნაშვილმა სამწვრთნელო შტაბში სამი წევრის აყვანა უკვე მოასწრო. იან დორბო და სირილ პურჩასი უკანახაზს ავარჯიშებენ, ხოლო სებასტიან ვიტალი შერკინებას მიხედავს. 

"ჩემი სურვილია, რომ შევინარჩუნო ყველა მოთამაშე. ჯგუფში საშუალოდ 21 წლის მოთამაშეები არიან და საჭიროა, რომ შერკინებაში ოთხი-ხუთი ახალწვეული გვყავს", - განაცხადა დათუნაშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ "ორიაკის" ესპუარებში მწვრთნელობა განვითარების პირველ ეტაპზე სასურველი იყო, შემდგომი განვითარებისთვის კი ახალი გამოწვევები იყო საჭირო. 

38 წლის დათუნაშვილს 2004-2015 წლებში საქართველოს ნაკრების კვართით 75-ჯერ უთამაშია და 4 ლელო აქვს გატანილი. მან 2007, 2011 და 2015 წლების მსოფლიო თასზე 11 შეხვედრა ჩაატარა. საკლუბო დონეზე კი პრო დ2-ში 148, ხოლო ფედერალ 1-ში 46 მატჩი აქვს გამართული. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 1

წარმატებები ლევან 👏🏼👍🏽

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)