ბაჩო ხურციძე: "შოტლანდიელთა სტუმრობა კარგი მაგალითი უნდა გახდეს ტიერ 1-ის სხვა გუნდებისთვის"

ბაჩო ხურციძე: "შოტლანდიელთა სტუმრობა კარგი მაგალითი უნდა გახდეს ტიერ 1-ის სხვა გუნდებისთვის"

დღეს ცნობილი გახდა, რომ შოტლანდიის ნაკრები 17 ივლისს საქართველოში ჩამოვა და "ბორჯღალოსნებს" დაუპირისპირდება. ზუსტი დრო და ლოკაცია ამ მომენტისთვის დადასტურებული არ გახლავთ და მოგვიანებით გახდება ცნობილი.

მოგვიანებით, აღნიშნული ცნობა საქართველოს რაგბის კავშირმაც დაადასტურა, რის შემდეგაც კომენტარი გააკეთა რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა ბაჩო ხურციძემ.

"მადლობლები ვართ შოტლანდიის, რომელიც იყო პირველი ტიერ1-ის ქვეყანა, რომელიც საქართველოში გვეწვია, მერე ორჯერ გვიმასპინძლა და ახლა კვლავ ჩვენთან ჩამოდის. მათ თავად გამოთქვეს საქართველოში თამაშის სურვილი და ეს იმის დასტურია, რომ ისინი კმაყოფილები იყვნენ 2019 წლის მასპინძლობით, როგორც საორგანიზაციო, ასევე სპორტული კუთხით. სტადიონზე იყო ძალიან კარგი გარემო და მიუხედავად ანგარიშისა, მეტოქე კმაყოფილი დარჩა ჩვენთან თამაშის ხარისხით.

ქართველი გულშემატკივარი არ არის განებივრებული ასეთი მაღალი დონის გუნდების ხილვით და ეს მათთვისაც მნიშვნელოვანია. შოტლანდიელთა სტუმრობა კარგი მაგალითი უნდა გახდეს ტიერ1-ის სხვა გუნდებისთვის. ისინი აუცილებლად გაუზიარებენ საკუთარ შთაბეჭდილებებს ექვსი ერის და ტიერ1-ის სხვა გუნდებს და ეს არის საწინდარი იმისა, რომ მომავალში უმაღლესი დონის სხვა გუნდებიც გვეწვევიან", -
ციტირებს ხურციძის სიტყვებს რაგბის კავშირის ოფიციალური ვებგვერდი. 

შეგახსენებთ, რომ შოტლანდიის ნაკრები თბილისს 2019 წლის 31 აგვისტოს ეწვია და 44:10 იმარჯვა. სულ კი ერთმანეთის წინააღმდეგ ხუთჯერ უთამაშიათ და ყველა შემთხვევაში "ნარშავებმა" გაიმარჯვეს. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)