ლევან მაისაშვილი: "შოტლანდიამ დაამტკიცა, რომ 6 ერის ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეუძლია"

ლევან მაისაშვილი: "შოტლანდიამ დაამტკიცა, რომ 6 ერის ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეუძლია"

დღეს ცნობილი გახდა, რომ შოტლანდიის ნაკრები 17 ივლისს საქართველოში ჩამოვა და "ბორჯღალოსნებს" დაუპირისპირდება. ზუსტი დრო და ლოკაცია ამ მომენტისთვის დადასტურებული არ გახლავთ და მოგვიანებით გახდება ცნობილი.

მოგვიანებით, აღნიშნული ცნობა საქართველოს რაგბის კავშირმაც დაადასტურა, რის შემდეგაც კომენტარი გააკეთა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა. 

"შოტლანდია საინტერესო გუნდია და მოხარული ვარ ამ შესაძლებლობის. მას შემდეგ, რაც ის გრიგორ თაუნსენდმა ჩაიბარა, წლიდან წლამდე სერიოზული პროგრესი აქვს და ძლიერ გუნდად ჩამოყალიბდა, რაც ექვსი ერის წლევანდელ გათამაშებაშიც გამოჩნდა. შოტლანდიამ დაამტკიცა, რომ ექვსი ერის ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეუძლია და ჩვენთვის დიდი პატივია მათთან თამაში.

შარშან შემოდგომაზე მათთან მოუმზადებლად მოგვიწია შეხვედრა. იმედს ვიტოვებ, რომ წელს ზაფხულში გაცილებით უკეთეს ფორმაში ვიქნებით და ხარისხობრივად უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ. ივნისში, სავარაუდოდ, ბელგიასთან, ან ნიდერლანდებთან გვაქვს რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი შეხვედრა. მიდის მუშაობა, რომ შოტლანდიამდე კიდევ ერთი, ან ორი თამაში გვქონდეს და სწორედ ეს იძლევა იმედს, რომ 17 ივლისისთვის უკეთეს ფორმაში ვიქნებით",
- ციტირებს რაგბის კავშირის ოფიციალური ვებგვერდი მაისაშვილის სიტყვებს.

შეგახსენებთ, რომ შოტლანდიის ნაკრები თბილისს 2019 წლის 31 აგვისტოს ეწვია და 44:10 იმარჯვა. სულ კი ერთმანეთის წინააღმდეგ ხუთჯერ უთამაშიათ და ყველა შემთხვევაში "ნარშავებმა" გაიმარჯვეს. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)