სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

დღეს ცნობილი გახდა, რომ შოტლანდიის ნაკრები 17 ივლისს საქართველოში ჩამოვა და "ბორჯღალოსნებს" დაუპირისპირდება. ზუსტი დრო და ლოკაცია ამ მომენტისთვის დადასტურებული არ გახლავთ და მოგვიანებით გახდება ცნობილი.
როგორც იცით, ზაფხულში ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების სამხრეთაფრიკული ტურნე შედგება. ლომების სამწვრთნელო შტაბში იქნება შოტლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გრეგორ თაუნსენდი და ასევე დაცვის მწვრთნელი სტივ ტენდი. "ნარშავებს" დროებით მაიკ ბლერი უხელმძღვანელებს. წამყვანი ვარსკვლავებიც სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრებიან, ხოლო ვინც ლომების შეკრებაზე ვერ მოხვდება, ჩვეულებრივ ზაფხულის ტესტ-მატჩებზე იასპარეზებენ.
ისინი 10 ივნისს ბუქარესტში რუმინეთს ესტუმრებიან, ხოლო შემდეგ გეზს საქართველოსკენ აიღებენ და 17 ივლისს ითამაშებენ.
ზაფხულის ტურნეს დადასტურების შემდეგ, კომენტარი გააკეთა მაიკ ბლერმა, რომელიც ზაფხულის ტესტებზე "ნარშავების" დროებითი მთავარი მწვრთნელი იქნება.
"მადლობას ვუხდი გრეგორს და ჯიმს ზაფხულის ტურნეს წარმართვის შესაძლებლობისთვის და მოუთმენლად ველი ზაფხულის ტესტებს, რომ გავაგრძელო პოზიტიური კულტურისა და შედეგების გაგრძელდება, რასაც ბოლო თვეების განმავლობაში მივაღწიეთ.
ეს ტურნე საშუალებას მოგვცემს ვიმუშავოთ მოთამაშეების ფართო ჯგუფთან და ვნახოთ, თუ როგორ შეუძლიათ მათ საერთაშორისო დონის მატჩებში მონაწილეობა, ხოლო დამკვიდრებული მორაგბეები შეეცდებიან გააგრძელონ თავიანთი თამაშის გაუმჯობესება.
ეს სამი მატჩი წარმოადგენს ძალიან განსხვავებულ გამოწვევებს და როგორც გუნდი, ასევე მწვრთნელები შევეცდებით, რომ გავაგრძელოთ ნაკრებში სიღრმის და კონკურენციის შექმნა, რაც ძლიერი გუნდისთვის საჭიროა", - განაცხადა ბლერმა.
შეგახსენებთ, რომ შოტლანდიის ნაკრები თბილისს 2019 წლის 31 აგვისტოს ეწვია და 44:10 იმარჯვა. სულ კი ერთმანეთის წინააღმდეგ ხუთჯერ უთამაშიათ და ყველა შემთხვევაში "ნარშავებმა" გაიმარჯვეს.
რუმინეთის ნაკრები 2006 წლის შემდეგ ტიერ 1-ის ქვეყანას მსოფლიო თასებს მიღმა პირველად შეხვდება, ხოლო 2004 წლის შემდეგ შინ პირველად მიიღებენ.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.