სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

საქართველოს და შოტლანდიის ნაკრებების მატჩი 17 ივლისს გაიმართება - აღნიშნული ინფორმაცია ცოტა ხნის წინ შოტლანდიის რაგბის კავშირის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა. ზუსტი დრო და ლოკაცია ამ მომენტისთვის დადასტურებული არ გახლავთ და მოგვიანებით გახდება ცნობილი.
როგორც იცით, ზაფხულში ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების სამხრეთაფრიკული ტურნე შედგება. ლომების სამწვრთნელო შტაბში იქნება შოტლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გრეგორ თაუნსენდი და ასევე დაცვის მწვრთნელი სტივ ტენდი. "ნარშავებს" დროებით მაიკ ბლერი უხელმძღვანელებს. წამყვანი ვარსკვლავებიც სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრებიან, ხოლო ვინც ლომების შეკრებაზე ვერ მოხვდება, ჩვეულებრივ ზაფხულის ტესტ-მატჩებზე იასპარეზებენ.
ისინი 10 ივნისს ბუქარესტში რუმინეთს ესტუმრებიან, ხოლო შემდეგ გეზს საქართველოსკენ აიღებენ და 17 ივლისს ითამაშებენ.
შეგახსენებთ, რომ შოტლანდიის ნაკრები თბილისს 2019 წლის 31 აგვისტოს ეწვია და 44:10 იმარჯვა. სულ კი ერთმანეთის წინააღმდეგ ხუთჯერ უთამაშიათ და ყველა შემთხვევაში "ნარშავებმა" გაიმარჯვეს.
რუმინეთის ნაკრები 2006 წლის შემდეგ ტიერ 1-ის ქვეყანას მსოფლიო თასებს მიღმა პირველად შეხვდება, ხოლო 2004 წლის შემდეგ შინ პირველად მიიღებენ. სულ კი რუმინეთს და შოტლანდიას ერთმანეთის წინააღმდეგ 13-ჯერ უთამაშიათ, საიდანაც ორჯერ "მუხებმა" იმარჯვეს, ხოლო 11-ჯერ "ნარშავებმა".
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.