სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

2021/2022 წლების სეზონიდან, შესაძლოა, სამხრეთაფრიკული გუნდები ჩემპიონთა თასზე ვიხილოთ. აღნიშნულ ცნობას ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა "მიდი-ოლიმპიკი" ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შესაძლოა, მომდევნო სეზონში ჩემპიონთა თასზე თითოეული პროფესიონალური ჩემპიონატიდან (პრო 14, ტოპ 14 და პრემიერშიპი) რვა-რვა გუნდი იყოს წარდგენილი, რომელიც ორ ჯგუფად იქნება გაყოფილი და მასში მონაწილეობა ოთხ სამხრეთაფრიკულ ფრენჩაიზსაც შეეძლოს. საუბარია, "ბულზზე", "ლაიონსზე", "სტორმერსზე" და "შარქსზე", რომლებიც პრო 14-ს გასულ წელს შეუერთდნენ და აპრილიდან "ცისარტყელას თასში" უნდა ჩართულიყვნენ, მაგრამ პანდემიის გამო ისინი ევროპაში ვერ მიემგზავრებიან და ერთმანეთში განაგრძობენ თამაშს.
ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება პრო 14-ის დამფუძნებელი კავშირების გადაწყვეტილებაზე, რომლებმაც უნდა იმსჯელონ აფრიკელთა შესაძლო ჩართვაზე ჩემპიონთა თასზე.
როგორც ცნობილია, სამხრეთაფრიკული ფრენჩაიზები და პრო 14-ის ხელმძღვანელობა თავდაპირველადვე შეთანხმდნენ, რომ აფრიკელებს ჩემპიონთა თასზე თამაშის საშუალება მიეცემოდათ. სამხრეთაფრიკული ფრენჩაიზების ხელმძღვანელობას სურთ, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს, რითაც ისინი დაკარგულ სატელევიზიო შემოსავლებს დაიბრუნებენ.
ამავდროულად იწერება, რომ სუპერ რაგბიდან და შემდგომ პრო 14-დან გარიცხული ბლუმფონტეინის "ჩიტასი" გასული წლის ბოლოს ევროპის კონტინენტის ფარის ტურნირზე ჩართვაზე აწარმოებდა მოლაპარაკებებს და შესაძლოა, მომდევნო სეზონიდან ახალ ევროპულ გათამაშებაში ისინიც ვიხილოთ.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.