სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

ფედერალ 1-ის "ბოვეს" 34 წლის ფიჯელი მეორეხაზელი ნემანი ვაკა დღეს დილით გარდაიცვალა. ამის შესახებ პოსტი მისმა ყოფილმა გუნდმა "შამბერმა" გამოაქვეყნა, რომელიც შემდგომ ფრანგულ პრესაში უსწრაფესად გავრცელდა.
როგორც ცნობილია, ვაკას სიმსივნე დაუდგინდა და ვერაგ დაავადებას რამდენიმე თვე ებრძოდა. სამწუხაროდ, ფიჯელმა საშინელი სენის დამარცხება ვერ შეძლო და დღეს გარდაიცვალა.
ვაკა "შამბერიში" 2016-2018 წლებში თამაშობდა, საიდანაც "რუანში" გადავიდა, ხოლო 2020 წელს "ბოვეში" გადავიდა, რის შემდეგაც მალევე სიმსივნე დაუდგინდა და უკანასკნელ გუნდში თამაში საერთოდ ვერ მოასწრო. ნემანი სიმაღლეს 198 სანტიმეტრი იყო და 110 კილოგრამს იწონიდა.
როგორც ცნობილია, "ბოვემ" სპეციალური ფონდი გახსნა, სადაც შეგროვებული თანხა მთლიანად ვაკას ფიჯიში გადასვენების ხარჯებს მოხმარდება.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.