სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

ტოპ 14-ის 22-ე ტურში "ტულუზი" საკუთარ მოედანზე "რასინგ 92"-ს დაუხვდა და 34:16 სძლია.
მასპინძელთა რიგებიდან პირველი ლელოს გატანა 27-ე წუთზე იოან უჟემ მოახერხა. საფრანგეთის ნაკრების ყოფილი გარემარბისთვის ეს ლელო, შესაძლოა, კარიერაში ბოლო აღმოჩნდეს, რადგან ლელოს დადებიდან შვიდ წუთში უმძიმესი ტრავმა მიიღო და მოედანი ექიმების დახმარებით ისე დატოვა, რომ მარჯვენა ფეხს მინდორზე საერთოდ ვერ ადგამდა.
უჟემ აქილევსის მყესი გაიწყვიტა და როგორც იწერება, დიდი შანსია, რომ კარიერის დასრულება მოუწიოს. მას სასწრაფო ოპერაცია უკვე ჩაუტარდა, რომელმაც წარმატებით ჩაიარა და იოანი თავს კარგად გრძნობს. ოპერაციის დასრულების შემდეგ, მან გულშემატკივრებს გვერდში დგომისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ თუ რა მოხდება მომავალში და შეძლებს თუ არა მინდორზე დაბრუნებას, ამას დრო გამოაჩენს.
ცნობისთვის, უჟე, რომელსაც 2 ივნისს 34 წელი შეუსრულდება, საფრანგეთის ნაკრებში 2010-2019 წლებში ასპარეზობდა და 62 მატჩი 14 ლელოს გატანა მოახერხა. ის "ტულუზის" სარაგბო სკოლის აღზრდილია და ძირითად გუნდში დებიუტი 2005 წელს ჰქონდა. მან 2008 წელს "აჟენს" მიაშურა, შემდეგ კი ასევე ორი სეზონი "ბაიონში" გაატარა, რის შემდეგაც 2012 წელს მშობლიურ კლუბს დაუბრუნდა. უჟეს ჯამში "ტულუზის" მაისურით 170-ჯერ უთამაშია და მოწინააღმდეგეთა ლელო 59-ჯერ აიღო.

სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.