მილტონ ჰეიგის გუნდმა მეტოქეს 12 ლელო დაუდო და იაპონიის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა (VIDEO)

მილტონ ჰეიგის გუნდმა მეტოქეს 12 ლელო დაუდო და იაპონიის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა (VIDEO)

იაპონიის ტოპ ლიგის მეოთხედფინალურ მატჩში წითელი ჯგუფის გამარჯვებული "სანტორი სანგოლიასი" საკუთარ მოედანზე "გრინ როკეტსს" დაუხვდა და დიდი ანგარიშით 76:31 აჯობა.

მილტონ ჰეიგის შეგირდებმა მეტოქე 12-ჯერ დაალელოვეს. დუბლი გაიფორმა ბოდენ ბარეტმა, თითო ლელოთი გამოირჩნენ შონ მაკმაჰონი და სამუ კერევი. შესაბამისად, "სანტორი სანგოლიასი" ტოპ ლიგის მეოთხედფინალში გავიდა, სადაც 9 მაისს "ბლექ რემსს" დაუპირისპირდება, რომელმაც მერვედფინალში "ტოშიბა ბრეივ ლოპუსი" 27:24 დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ მილტონ ჰეიგის გუნდმა იაპონიის რეგულარული ჩემპიონატის შვიდ შეხვედრაში 60 ლელოს და 420 ქულის გატანა მოახერხეს, ხოლო 129 გაუშვეს.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)