ბაჩო ხურციძე: "ვერ დავმალავ, რომ შოტლანდიასთან მატჩი დადასტურებული არის"

ბაჩო ხურციძე: "ვერ დავმალავ, რომ შოტლანდიასთან მატჩი დადასტურებული არის"

საქართველოს რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა ბაჩო ხურციძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გადაცემა "სპორტი იმედზე" სტუმრობისას განაცხადა, რომ ზაფხულის ტესტებზე საქართველოს და შოტლანდიის ნაკრებების ტესტ-მატჩი დადასტურებულია. გარდა ამისა, ხურციძემ აღნიშნა, რომ გულშემატკივრები კიდევ უფრო მეტ სიურპრიზს უნდა ელოდნენ და ამის შესახებ მაისში გახდება ცნობილი.

"ნაკრების მიმართულებით გვაქვს სერიოზული წინსვლა სატესტო თამაშების კუთხით. ვერ დავმალავ, რომ შოტლანდია დადასტურებული არის. 

ჩვენ დასტური არ გვაქვს მხოლოდ "მსოფლიო რაგბისგან". არ მინდა დავასპოილერო გულშემატკივარი და როგორც კი დაგვიდასტურებენ, ჩვენ მაისში გავაკეთებთ სერიოზულ განაცხადს და არ მინდა წინასწარ ვთქვა, თუმცა გეტყვით ერთ რამეს, რომ ამ მასშტაბის ტესტ-მატჩები საქართველოს ნაკრებს არ ჰქონია არამსოფლიო თასის წელს და ეს მოლაპარაკებები რამდენიმე დღის წინ, ზუსტად ერთი კვირის წინ დასრულდა, რაშიც ჩართულნი იყვნენ სოსო ტყემალაძე, გია ნიჟარაძე და ჩვენი მეგობრები "მსოფლიო რაგბიდან". ძალიან სერიოზულ შედეგს მივაღწიეთ და ამას მალე დავაანონსებთ. ძალიან მალე იქნება პრეზენტაცია, ეს წესია მოლაპარაკების, შეთანხმების პირობა არის, რომ ჩვენ არ უნდა გავაჟღეროთ ეს ჯერ და ეს უნდა გაჟღერდეს ერთობლივად, ერთობლივი შეთანხმებით", -
განაცხადა ხურციძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ნაკრები ზაფხულის ტესტებზე შოტლანდიას რომ უმასპინძლებს, ამის შესახებ "ვიკიპედიაშიც" 2021 წლის ივლისის ტესტების  გვერდზე გამოქვეყნდა. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის და რომელ სტადიონზე გაიმართება მატჩი.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)