სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

ფრანგულ პრესაში ბექა გორგაძის შესახებ დღეს ახალი ცნობები გავრცელდა.
არსებული ინფორმაციით, საბოლოოდ გადაწყდა, რომ გორგაძე 30 ივნისს "ბორდოსთან" კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ ჟირონდულ კლუბს დატოვებს. ცნობილი სარაგბო გამოცემა "მიდი-ოლიმპიკი", რომელიც რამდენიმე კვირის წინ გორგაძის სამსახურით "ბაიონის" და "კასტრის" ინტერესის შესახებ წერდა, ამჯერად გვაუწყებს, რომ ბექას დამატებით ტოპ 14-ის კიდევ ერთი კლუბი ინტერესდება - "პო".
"პო" ამჟამად ტოპ 14-ში დარჩენისთვის იბრძვის. კლუბი ამჟამად 36 ქულით მე-13 ადგილზე იმყოფება, რომელიც პლეი-აუტში პრო დ2-ის ფინალში წაგებულ გუნდთან თამაშს ითვალისწინებს. "პო" მის წინ მყოფ "ბაიონს" 3 ქულით ჩამორჩება.
გორგაძე "ბორდოს" 2018 წელს "მონ-დე-მარსანიდან" შეუერთდა და 25 მატჩში 3 ლელოს გატანა მოახერხა. ბექას ჟირონდულ კლუბთან კონტრაქტი ზაფხულში ეწურება. მას საქართველოს ნაკრების კვართით 31-ჯერ უთამაშია და 2019 და 2020 წლების საუკეთესო ქართველ მორაგბედ დასახელდა.
ბექამ წლევანდელ ტოპ 14-ში ორი შეხვედრის ჩატარება მოასწრო, ხოლო საქართველოს ნაკრებს შოტლანდიასთან ტესტ-მატჩში და შემოდგომის ერთა თასის სამ შეხვედრაში დაეხმარა. სამწუხაროდ, გორგაძე 29 ნოემბერს ირლანდიასთან მატჩში მძიმედ დაშავდა, ოპერაცია გაიკეთა და წლევანდელ სეზონში ვეღარ ითამაშებს.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.