სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

რუსეთის ჩემპიონატის მეოთხედფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში "ვვა-პადმასკოვიე" შინ ნოვოკუზნეცკის "მეტალურგს" დაუხვდა და 22:16 აჯობა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ პირველ მატჩში, რომელიც შემოდგომაზე გაიმართა 14:26 ჰქონდა წაგებული, ნახევარფინალში "მეტალურგი" გავიდა.
ამ მატჩში "ვვა-პადმასკოვიეს" რიგებში ძირითად შემადგენლობაში იყო ფრთა სანდრო ნახუცრიშვილი, ხოლო "მეტალურგის" სასტარტო თხუთმეტეულში ექვსი ქართველი მორაგბე იყო: პირველხაზელები მიხეილ ფსუტური, მიხეილ რატიაშვილი და მამუკა ხეჩოკოვი, მეორეხაზელი ვლადიმერ გოგოლიძე, რვა ნომერი ნიკოლოზ სუხაშვილი და შუამარბი ნიკოლოზ ბერძული.
ნახევარფინალში "მეტალურგი" პენზას "ლოკომოტივს" შეხვდება, ხოლო მეორე წყვილში ერთმანეთს კრასნოიარსკული გუნდები "კრასნი იარი" და "ენისეი" დაუპირისპირდებიან. პირველი მატჩები 1 და 3 მაისს შედგება.
აქვე შეგახსენებთ, რომ "ლოკომოტივში" ტარიელ დონაძე, გიორგი ჭყოიძე, ილია სპანდერაშვილი, რევაზ ბროძელი და ნიკოლოზ ცირეკიძე ასპარეზობენ, "კრასნი იარში" რობერტ სუთიძე, ნიკო აფციაური და გიორგი ფრუიძე თამაშობენ, "ენისეის" ღირსებას მიხეილ გაჩეჩილაძე და დავით მესხი იცავენ, ხოლო "მეტალურგის" ქართველების შესახებ დასაწყისშივე მოგახსენეთ.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.