არმაზი ხარებთან უხვქულიან მატჩში დამარცხდა და დიდ 10-ში დარჩენის შანსები მინიმუმამდე შეიმცირა

არმაზი ხარებთან უხვქულიან მატჩში დამარცხდა და დიდ 10-ში დარჩენის შანსები მინიმუმამდე შეიმცირა

© მარიამ გაგნიძე

დიდი 10-ის ქვედა ექვსეულის ბოლოსწინა ტურში "არმაზი" შევარდენის სარაგბო ბაზაზე "ხარებს" დაუხვდა და უხვქულიან მატჩში დამარცხდა.

შეხვედრა სტუმართა უპირატესობით დაიწყო და რუსთაველებმა ორი გარდასახული ლელოს დადება მოახერხეს, რომლებიც ლევან ნარიმანიძის და პაატა ბურჭულაძის ანგარიშზეა. ორ-ორი გარდასახვა და ჯარიმა ვაჟა ხუციშვილმა შეასრულა ზუსტად. ტაიმის ბოლოს ერთი საპასუხო ლელო ლუკა მატკავამ დადო, რომელიც რეზი ჯინჭველაშვილმა გარდასახა და ტაიმი 7:20 დასრულდა.

მეორე ნახევარი "არმაზისთვის" კარგად დაიწყო. ჯინჭველაშვილმა გარდასახული ლელო და ჯარიმა მიითვალა, რითაც სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა და მატჩში ინტრიგა დააბრუნა, თუმცა მალევე სათამაშო უპირატესობა რუსთაველებმა დაიბრუნეს და დიმიტრი ცაბაძემ ორჯერ შეძლო მოწინააღმდეგის დალელოვება, გაწითლებულ დროში კი მატკავამ დუბლი გაიფორმა და მატჩი 24:34 დასრულდა. მატჩის საუკეთესო მორაგბედ "ხარების" მესამეხაზელი პაატა ბურჭულაძე დასახელდა. 

ამ მარცხის შემდეგ, "არმაზი" მეორე და მესამე ადგილოსნებს უკვე შვიდი ქულით ჩამორჩება და დიდი ალბათობით ქვედა ლიგაში მოუწევს დაქვეითება.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)