ლელო სარასენსმა არესი დაამარცხა და დიდ 10-ში დარჩენა გაინაღდა

ლელო სარასენსმა არესი დაამარცხა და დიდ 10-ში დარჩენა გაინაღდა

© გოგიტა ბუხაიძე

დიდი 10-ის ქვედა ექვსეულის ბოლოსწინა ტურში "ლელო სარასენსი" "ლელო არენაზე" "არესს" დაუხვდა და დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა.

მასპინძლებმა პირველ ტაიმში 17:5 იმარჯვეს. ლელოები ლევან პაპიძემ და ჯაბა სიხარულიძემ დადეს, ხოლო ორივე გარდასახვა და ჯარიმა ბექა მამუკაშვილმა გაიტანა. ქუთაისელთაგან ტაიმის ბოლოს ერთი საპასუხო ლელო ბადრი დანგაძემ დადო. მეორე ტაიმში მამუკაშვილმა კიდევ ერთი ჯარიმა შეასრულა ზუსტად და "ლელო სარასენსს" 3 ქულა შემატა. "არესის" მხრიდან ჯარიმა ბონდო აბაშიძემ გაიტანა, ლელო კი ამირან შვანგირაძემ დადო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 20:13. მატჩის საუკეთესო მორაგბედ მასპინძელთა ცხრიანი თენგიზ პერანიძე დასახელდა.

"ლელო სარასენსმა" 25 ქულა დააგროვა, "არესს" ქულებით გაუთანაბრდა და მეორე ადგილზე დადებითი ურთიერშეხვედრების ბალანსის ხარჯზე გადაინაცვლა. ამრიგად, მათ "არმაზს" 7 ქულით გაუსწრეს და დიდ 10-ში დარჩენა გაინაღდეს, რადგან ბოლო ტურში დაშლის პირას მყოფ "ჯიქს" ეთამაშება. მესამე ადგილზე კი დიდი ალბათობით "არესი" გავა და ორმატჩიან პლეი-აუტში "არმიას" შეერკინება.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)