43 წლის კახა უჩავას ლელო და ზუსტი გარდასახვა დიდ 10-ში (VIDEO)

43 წლის კახა უჩავას ლელო და ზუსტი გარდასახვა დიდ 10-ში (VIDEO)

დიდი 10-ის ქვედა ექვსეულის ბოლოსწინა ტურში დაშლის პირას მყოფი "ჯიქი", რომელიც როგორც ჩანს გორის სახელით ფორმალურადღა გამოდის, პატარძეულის "ვეფხვებს" თბილისში, შევარდენის სტადიონზე დაუხვდა და როგორც მოსალოდნელი იყო, დიდი სხვაობით 7:91 დამარცხდა.

წინა მატჩის მსგავსად, "ჯიქის" შეხვედრა ამჯერადაც 60 წუთი გაგრძელდა. გუნდების ამის შესახებ თავიდანვე შეთანხმდნენ და 30-წუთიანი ტაიმები ითამაშეს. 

შეხვედრა მოულოდნელად დაიწყო და პირველი ლელო "ჯიქმა" მე-5 წუთზე დადო. თანაც ამის გაკეთება ვინ მოახერხა? - 43 წლის ვეტერანმა "ბორჯღალოსანმა" მეორეხაზელმა კახა უჩავამ (28 მაისს 44 წელი შეუსრულდება), რომელმაც კარიერა იძულებით მხოლოდ "ჯიქის" გაჭირვების გამო განაახლა, რადგან კლუბი 15-კაცის შეკრებას ძვლივს ახერხებს. აღსანიშნავია, რომ გარდასახვაც თავად უჩავამ დაარტყა და ამის გაკეთება ზუსტად მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ კახა უჩავას საქართველოს ნაკრების კვართით 2002-2010 წლებში 19-ჯერ უთამაშია. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)